მთავარი / სიახლეები / კავანი: “კიელინი საუკეთესო მცველია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია”

კავანი: “კიელინი საუკეთესო მცველია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია”

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა. ურუგვაელის აზრით, ასეთი იტალიელი ჯორჯო კიელინია, რომელსაც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ არაერთხელ დაუპირისპირდა.

“მითამაშია სხვადასხვა მეტოქეებთან და ძალიან ძლიერებთანაც. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე ძლიერი მცველი, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია – ჯორჯო კიელინია. ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია და მოედნის ყველა ნაწილში ვიბრძოდით, ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ჯორჯო კიელინი ყველაზე მკაცრი მცველია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია“, – თქვა კავანიმ.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანის კიელინის წინააღმდეგ „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ მაისურით, ასევე ურუგვაის ნაკრებში უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …