მთავარი / სიახლეები / სამი ხედირა: “იუვეს” და იტალიის დიდი გულშემატკივარი ვარ”

სამი ხედირა: “იუვეს” და იტალიის დიდი გულშემატკივარი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ იტალიურ მედიას საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბებერ ქალბატონზე“ ვრცლად ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეს“ და იტალიის დიდი გულშემატკივარია და ეს ქვეყანა ძალიან უყვარს.

„ვფიქრობ, ფეხბურთში ნიჭიც მნიშვნელოვანია და შრომაც. შეხედეთ ჩაბი ალონსონს: ის ერთ-ერთი ნელი ფეხბურთელი იყო ისტორიაში, მაგრამ ასევე ერთ-ერთი საუკეთესოც. მე არ ვყოფილვარ სწრაფი და ჩემი თამაშის ყურებაც ლამაზი არ იყო, მაგრამ ეს ცოტას ნიშნავს.

გულზე პრობლემა? ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ვემზადებოდით. ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ჩემი გულისცემა აჩქარად და ყველაფერს შავ ფერში ვხედავდი. ორი საათის განმავლობაში არაფერი დამინახავს, ყველაფერი ბნელი იყო. არაფერი მითქვამს ექიმისთვის, ვფიქრობდი, „ახლა გაივლის, ახლა გაივლის“ და მინდოდა მადრიდში მეთამაშა. მაგრამ არ გაიარა და ორი საათის შემდეგ ექიმს დავურეკე.

„იუვე“? „იუვე“ დიდი კლუბია და იტალია დიდებული ქვეყანა. შესანიშნავი იყო კიელინისთან, ბონუჩისთან, ბუფონთან, დიბალასთან, მანჯუკიჩთან და დიდ ფეხბურთელებთან და ადამიანებთან მუშაობა. მე გამიმართლა.

ალეგრი და სარი? ძალიან განსხვავებულები არიან. სარი ძალიან განსხვავდებოდა „იუვეს“ სტილისგან, მას „ნაპოლის“ სტილი ჰქონდა. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, ყოველთვის პატიოსნად იქცეოდა და როცა კარგად ვიყავი, მათამაშებდა. თუმცა, ალეგრი საუკეთესო ადამიანია, რომელიც ფეხბურთში შემხვედრია. შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა მაშინაც, როცა ჩემი იტალიური კატასტროფა იყო. კიდევ თუ ვეხმიანები? დიად, მოდით ფეხბურთზე, ცხოვრებაზე, მოგზაურობაზე, საჭმელზე, ღვინოებზე ვისაუბროთ. ყველას თავისი გემოვნება აქვს. ადაპტირებისთვის ალეგრის დრო სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, კვლავ გაიმარჯვებს. „იუვე“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია.

რონალდუ სარისთან? ხანდახან ხდება, რომ არ გაქვს იგივე შეხედულებები, რაც მწვრთნელს. ყოველთვის ვერ გაუგებ. ორივე მათგანი ცდილობს პროფესიონალი იყოს. კრიშტიანუ ყველაზე ძლიერი თანაგუნდელია, ყველაფერი აქვს, ხშირად გუნდი ცუდად თამაშობს და მატჩის ბედს ის წყვეტს. მას დიდი ეგო აქვს, ის დაცვაში კარგად ვერ თამაშობს, ხანდახან გუნდს დაცვაში საერთოდ არ ეხმარება, მაგრამ შეხედეთ რამდენი ტიტული მოიგო. ზოგჯერ უმჯობესია 9 კაცით თავი დაიცვა და ის თავის გოლებს გაიტანს. კრიშტიანუ გამარჯვებისკენ გიბიძგებს.

დიბალა? პაულოს ძალიან ბევრი ტრავმა ჰქონდა და ძალიან ბევრი პრობლემა, ბევრი ადამიანი მის გარშემო საუბრობდა. მას შეუძლია საოცნებო გოლების გატანა, მას აქვს უნიკალური ნიჭი, მაგრამ ჩემი აზრით, მასზე დიდი ზეწოლაა.

„რეალთან“ ბოლო წუთზე პენალტი? ეს პენალტი აბსურდული იყო. თუ მსაჯი ხარ, ვერ გადაწყვეტ თამაშის ბედს. ის თამაში დამატებით დროში უნდა გადასულიყო და დიდი ფეხბურთელები გადაწყვეტდნენ მის ბედს. სანაცვლოდ კი, ოლივერმა ერთი სასტვენით მოკლა ორი დიდი თამაში.

ბონუჩისა და კიელინის შორის საუკეთესო რომელია? გააჩნია რა გჭირდება. ბონუჩი არის მსოფლიოს საუკეთესო მცველი, როდესაც ბურთი აქვს, გრძელ პასებში, ის არ არის სწრაფი, მაგრამ იცის თამაშის წაკითხვა. კიელინი კი კინგ-კონგია. მახსოვს ერთ-ერთი პირველი ვარჯიში, ყველას ვჯობნიდი ფიზიკურად, შემდეგ კიელინი მოვიდა და მოედნიდან გამიყვანა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: აღარასდროს დაუპირისპირდე მას. ის კლდეა, ჭკვიანი და ყოველთვის ზრუნავს თანაგუნდელებზე.

დაბრუნება? ერთ დღეს სიამოვნებით დავბრუნდები. მე „იუვეს“ და იტალიის დიდი გულშემატკივარი ვარ. როდესაც ჩამოვედი, იტალიური ყავაც არასდროს დამილევია და მეგონა, რომ არ მომწონდა, ახლა კი მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში, მაქვს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება და ასევე არ გამოვრიცხავ, რომ მწვრთნელი გავხდე ან ფეხბურთს მიღმა ვიმუშაო“, – თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა „იუვენტუსში“ 2015-2020 წლებში თამაშბდა და 145 მატჩში 21 გოლი გაიტანა. გერმანელმა ფეხბურთელმა კარიერა მიმდინარე წელს ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …