მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “იუვე” მიყვარს და სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ არ გამოვიდა”

პიანიჩი: “იუვე” მიყვარს და სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ არ გამოვიდა”

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნება ძალიან სურდა და იყო მოლაპარაკებები, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ტრანსფერი არ გამოვიდა.

„იუვენტუსთან“ იყო კონტაქტი და ჩემს აგენტთან შეხვედრა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი ადვილი არ არის. სიამოვნებით დავბრუნდებოდი ტურინში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ალეგრისთან ისევ მემუშავა. ის ასეთ სიტუაციაში გარანტიაა, არავინ იცის უკეთ როგორ იმუშაოს ასეთ დროზე. მაქსი ყველა ფეხბურთელს უსმენს და შანსის მიცემაზე უარს არავის ეუბნება. ის ჩემთვის ნომერი პირველია, ის არის მწვრთნელი, რომელიც კარგსაც და ცუდსაც პირდაპირ გეუბნება. მიყვარს „იუვენტუსი“, ფანებთან დაკავშირებული ვარ და პრეზიდენტ ანიელისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ფეხბურთში ყოველთვის წინ უნდა იყურო და მე პროფესიონალი ვარ, ახლა მინდა „ბეშიქთაშში“ წარმატებას მივაღწიო.

დიბალას დიდი ტვირთი აწევს, მაგრამ ის უკვე დიდი ჩემპიონია. მე მქონდა მესისთან და რონალდუსთან თამაშის შესაძლებლობა, კრიშტიანუ და ლეო ორი უცხოპლანეტელია, მაგრამ ყველაზე მეტად თამაშით პაულოსთან ერთად ვისიამოვნე. მას ძალიან კარგად ვუგებდი მოედანზე. დიბალა ტოპფეხბურთელია, მაგრამ ისევე როგორც ყველას, მასაც სჭირდება გუნდის დახმარება. ვურჩევდი, რომ დარჩეს „იუვენტუსში“, სადაც უყვართ. მაგრამ ეს არის პირადი არჩევანი და ძნელია გარედან გასნჯა, რადგან ზოგჯერ ადამიანი გრძნობს ახალი სტიმულებისა და გამოწვევების საჭიროებას.

„ბეშიქთაშს“ ჩემი ტრანსფერი ძალიან უნდოდა და კუმანთან „ბარსელონაში“ ვერ დავრჩებოდი, კიდევ ერთ წელს დავკარგავდი და არ მინდოდა ეს, რადგან თამაშის მსურს. კუმანს ჩემთან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, ვერავინ გაიგო, მესიმაც კი. ლეომ შარშან რამდენჯერმე მითხრა, „რატომ არ გათამაშებს? რამე მოხდა“? „ბეშიქთაში“ თურქეთის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგაზეა და შავ-თეთრი მაისურით თამაშობს. ძალიან კარგად მიმიღეს და ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იქნება“, – თქვა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …