მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “მონცა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “მონცა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში „მონცასთან“ 0:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 5.5 – მან ცოტა ან საერთოდ ვერაფერი გააკეთა.

გატი 4.5 – კატასტროფულად ითამაშა „მონცასთან“ პირველ მატჩში და კატასტროფული იყო ახლაც.

ბრემერი 4.5 – დაცვა ყველა მხრიდან ჟონავს და ის უნდა იყოს პასუხისმგებელი. ისიც ვერ მიხვდა, რომ მილიკის მომენტში ბურთი კარში მაინც გადიოდა და მისი ბრალია, რომ გოლი გაუქმდა.

დანილო 5 – მანაც სუსტად ითამაშა დანარჩენებთან ერთად.

დე შილიო 4.5 – მოულოდნელად დაბრუნდა და ეს დაბრუნება უარესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

ვლაჰოვიჩი 5.5 – ცენტრში მოძრაობს, გუნდსაც საჭირო ენერგია ვერ მისცა.

ფაჯოლი 5.5 – ალეგრიმ შესვენებაზე ისიც შეცვალა, მაგრამ ის ერთადერთია, რომელიც რაღაცის გაკეთებას ცდილობდა.

სულე 6 – მონდომებული და თამამი ჩაერთო შეხვედრაში.

პარედესი 4.5 – ნელი, პროგნოზირებადი.

ლოკატელი 6 – გუნდს ბალანსი შესძინა.

რაბიო 5.5 – როგორც ყველა, ისიც თამაშის მიღმაა.

კოსტიჩი 4.5 – ვერაფერი გააკეთა.

ილინგ-ჟუნიორი 5.5 – კოსტიჩი მუნდიალიდან ენერგიის გარეშე დაბრუნდა, ილინგი კი მეტ დროს იმსახურებს.

დი მარია 4.5 – მისი დღე არ იყო. ვერაფერი შექმნა და გუნდს ვერ დაეხმარა. მეორე გოლი მის დაკარგულ ბურთს მოჰყვა, 75-ე წუთზე ულამაზეს გოლთან ახლოს იყო, მაგრამ დი გრეგორიომ ეს არ დაუშვა.

კინი 4.5 – ის ყველაფერს არასწორად აკეთებს, კარგი მომენტიც გაანიავა. დაკარგა შესანიშნავი შანსი, რომ მიეღო დიდი სათამაშო დრო, როცა ვლაჰოვიჩი დაბრუნდა.

მილიკი 6 – თავიდანვე კარგად ჩაერთო თამაშში, მერე კი ვლაჰოვიჩი დახმარების ნაცვლად მის ადგილს იპარავს.

ალეგრი 4 – სასტარტო შემდგენლობა კატასტროფული იყო. ამის გამოსწორების მცდელობით პოგბას მოედანზე დაბრუნების გადადებაც მოუწია. გასათვალისწინებელი დეტალია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …