მთავარი / სიახლეები / “იუვე” ამერიკულ ტურნეში მიდის, სადაც სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

“იუვე” ამერიკულ ტურნეში მიდის, სადაც სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

ტურინის „იუვენტუსმა“ დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა და ხვალ გუნდი ლოს ანჯელესში გაფრინდება, ამერიკულ ტურნეში.

გაირკვა, რომ ტურნეში გუნდთან ერთად არ იქნება ადრიენ რაბიო, თუმცა ამის მიზეზი არც მოსალოდნელი ტრანსფერი და არც სამწვრთნელო შტაბის უკმაყოფილება. რაბიო გუნდს პირადი მიზეზებით გამოაკლდა.

„იუვენტუსი“ ამერიკულ ტურნეში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მექსიკურ „გვადალახარასთან“ (23 ივლისი), „ბარსელონასთან“ (27 ივლისი) და „რეალთან“ (31 ივლისი), ხოლო 7 აგვისტოს ტესტ-მატჩს თელ ავივში მადრიდის „ატლეტიკოსთანაც“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …