მთავარი / სიახლეები / “იუვეს” რემზის მოედანზე გატარებული ყოველი წუთი უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე რონალდუს უჯდებოდა

“იუვეს” რემზის მოედანზე გატარებული ყოველი წუთი უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე რონალდუს უჯდებოდა

ცნობილი გახდა, რა ღირს ნახევარმცველ აარონ რემზის სათამაშო დრო ტურინის „იუვენტუსში“. Football-Italia-მ გათვლები წარმოადგინა იტალიურ გაზეთ Tuttosport-ზე დაყრდნობით.

რემზი „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით „არსენალიდან“ 2019 წელს გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 70 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამ სეზონში მოედანზე მხოლოდ ხუთჯერ გავიდა. ფეხბურთელმა ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში 13 თამაში გამოტოვა.

წყაროს ცნობით, 2021 წელს 31 წლის უელსელისთვის სათამაშო წუთის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე “ბებერი ქალბატონის” ყოფილი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გასულ ზაფხულს გადავიდა.

პორტუგალიელთა ყოველი სათამაშო წუთი კლუბს 7821 ევრო დაუჯდა, უელსელისთვის კი ეს თანხა 8928 ევროა. ამასთან, რონალდუმ მოედანზე 11507 წუთი გაატარა, რემზიმ კი – 840.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – უელსის ნაკრებში რემზიმ მოედანზე თითქმის იმდენი დრო გაატარა, რამდენიც „იუვენტუსში“ – 778 წუთი.

გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის აგენტი ამ თვის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა განეხილათ იანვრის შესაძლო ტრანსფერი. „ნიუკასლი“ აარონის პრეტენდენტთა სიაშია, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, მზად არიან თუ არა „კაჭკაჭები“ გადაიხადონ მისი მაღალი ხელფასი წელიწადში 7 მილიონი ევრო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …