მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზა იტალიის ნაკრების 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ფედერიკო კიეზა იტალიის ნაკრების 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა იტალიის ნაკრების 2021 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და Pallone Azzurro 2021-ის გამარჯვებული გახდა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოკითხვა 14 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე მიმდონარეობდა და მასში მონაწილეობა დარეგისტრირებულმა 8 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო.

საბოლოოდ, გამოკითხულთა ხმების თითქმის ნახევარი კიეზამ მიიღო, რომელსაც 46% ერგო და გაიმარჯვა. მეორე ადგილი ნიკოლო ბარელამ დაიკავა (20%), ხოლო მესამე ადგილი ლეონარდო სპინაცოლამ (14%). ნომინატებში იყვნენ ჯანლუიჯი დონარუმა და  ლორენცო ინსინიეც, მაგრამ ისინი სამეულში ვერ მოხვდნენ. 2021 წელს კიეზამ იტალიის ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, მათ შორის 2 ევროპის ჩემპიონატზე, სადაც იტალია ჩემპიონი გახდა და 7 თამაშიდან ორის საუკეთესო ფეხბურთელად (უელსთან და ესპანეთთან) კიეზა დაასახელეს.

იტალიის ქალთა ნაკრების საუკეთესო მოთამაშეც იუვენტინა გახდა – კრისტიანა ჯირელიმ ხმების 44% მიიღო და აჯობა „იუვეს“ კიდევ ერთ წევრ ბარბარა ბონანსეას (26%) და „მილანის“ თავდამსხმელ ვალენტინა ჯაჩინტის (17%).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …