მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” და “ინტერი” თანახმა არიან იტალიის სუპერთასის მატჩი გადაიდოს

“იუვე” და “ინტერი” თანახმა არიან იტალიის სუპერთასის მატჩი გადაიდოს

იტალიის სუპერთასის მატჩი შესაძლოა გადაიდოს. “იუვენტუსიც” და “ინტერიც” თანახმა არიან, რომ მატჩის ჩატარების თარიღი შეიცვალოს, ახლა გადაწყვეტილება Lega-მ უნდა მიიღოს.

კორონავირუსის გაუარესებული მდგომარეობის გამო კლუბების სურვილია, რომ თამაში 12 იანვარს, როგორც ამ დროისთვისაა დაგეგმილი, არ გაიმართოს და მხოლოდ მაშინ ჩატარდეს, როცა სიტუაცია გაუმჯობესდება. სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის მატჩი 12 იანვარს “სან სიროზე” უნდა გაიმართოს, მაგრამ რადგან ორივე კლუბი თანახმაა მის გადადებაზე, ალბათ სხვა დროს ჩატარდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …