მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” მაკკენის გაყიდვა უნდა, იჯარით გაშვება – არა

“იუვენტუსს” მაკკენის გაყიდვა უნდა, იჯარით გაშვება – არა

ტურინის “იუვენტუსი” შესაძლოა ვესტონ მაკკენიმ დატოვოს. ამის შესახებ ცნობები უკვე აქტიურად ვრცელდება. ფეხბურთელით “ტოტენჰემია” დაინტერესებულია, მაგრამ მათ ამერიკელის აყვანა იჯარით სურთ, რაზეც “იუვემ” უარი უკვე ორჯერ განაცხადა.

ტურინელები მაკკენის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში შეთავაზებას მიიღებენ. მათ არ სურთ მოთამაშის ბარტერი ან იჯარით გაშვება. აღსანიშნავია, ალეგრის ვესტონ არ მოსწონს და მასზე დიდ იმედს არ ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” მაკკენი გასულ სეზონში 18 მილიონ ევროდ “შალკედან” დაიმატა და 46 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …