მთავარი / სიახლეები / კასანო: “იუვენტუსმა” უდინეში 2 გოლი როგორ გაიტანა, არც იციან”

კასანო: “იუვენტუსმა” უდინეში 2 გოლი როგორ გაიტანა, არც იციან”

ანტონიო კასანომ „უდინეზესთან“ მატჩი შეაფასა და „იუვენტუსი“ გააკრიტიკა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის აზრით, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, ამ გუნდის პრობლემა კრიშტიანუ რონალდუა და პაულო დიბალას ლიდერის თვისებები არ აქვს.

„იუვე“ 2:0-ს იგებდა და არ იცოდა, როგორ. „უდინეზე“ შვებულებაში იყო, 2:1-ზე ისინი შეტევის ნაცვლად თავს იცავდნენ. „იუვენტუსმა“ ძალიან ცუდად ითამაშა. გუნდში დიდი პრობლემაა და ამ დიდ პრობლემა კრიშტიანუ რონალდუ ჰქვია. მას წასვლა უნდა.

დიბალა? დიბალას სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ვარსკვლავად ყოფნა. ვფიქრობ, რომ მას აკლია პიროვნული თვისებები, კიდევ რაღაც სჭირდება ხასიათის თვალსაზრისით. როდესაც მასზე ზემოთ სხვა მოთამაშე დგას, მას ძალიან უჭირს“, – თქვა კასანომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …