მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსმა” ქულების დაგროვების ტემპს უნდა მოუმატოს – წინ 12 შედარებით იოლი ტურია

“იუვენტუსმა” ქულების დაგროვების ტემპს უნდა მოუმატოს – წინ 12 შედარებით იოლი ტურია

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე მხოლოდ 12 ტური რჩება, „იუვენტუსს“ კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში სიტუაცია საკმაოდ რთულად აქვს.

„იუვე“ „ატალანტას“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ კონკურენტზე ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, რაც პოტენციურად წინ „ატალანტას“ აყენებს, თანაც ურთიერთშეხვედრებში „ატალანტას“ უპირატესობა აქვს, რაც თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტია.

„იუვემ“ 26 ტურში მხოლოდ 47 ქულა დააგროვა და საშუალოდ თუ ამ ტემპით გააგრძელებს ქულების დაგროვებას, სეზონს 69 ქულით დაასრულეს. იტალიური მედიის ცნობით, ბოლო 5 სეზონში მხოლოდ ერთხელ, 2018-2019 წლების სეზონში იყო საკმარისი 69 ქულა ოთხეულში მოსახვედრად, სხვა სეზონებში კი ეს მეექვსე ადგილის საკმარი ქულები იყო.

„იუვეს“ სეზონის ბოლომდე 12 მატჩი აქვს და ყველას თუ მოიგებს, 83 ქულას დააგროვებს, რაც შეიძლება საჩემპიონოდ ეყოს, მაგრამ ილუზიების შექმნას აზრი არ აქვს – „იუვენტუსი“ ქულებს კიდევ დაკარგავს, მაგრამ ქულების დაგროვების ტემპს აუცილებლად უნდა მოუმატოს.

ალეგრის გუნდის ვითარებას ის ადვილებს, რომ ფურცელზე ერთადერთი რთული მატჩი დარჩა ჩასატარებელი, შინ მილანის „ინტერთან“. ასევე არის ბოლო ორ ტურში „ლაციოსთან“ საშინაო და „ფიორენტინასთან“ საგარეო მატჩები.

აქვე გეტყვით, რომ შარშან „იუვემ“ სეზონი 78 ქულით დაასრულა და მხოლოდ ბოლო ტურში მოხვდა ოთხეულში. „იუვენტუსი“ მომდევნო ტურში სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …