მთავარი / სიახლეები / სერია A / პაულო დიბალას სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცნობილია

პაულო დიბალას სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და კარგი ამბებია.

არგენტინელ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთზე დაზიანებები არ გამოუვლინდა. მიუხედავად ამისა, „ვილიარეალთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა შესაძლო გართულებებისგან თავის ასარიდებლად.

დიბალას სურს, რომ გუნდს დაეხმაროს, მაგრამ სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება და მაქსიმუმ შეცვლაზე ითამაშოს. არც ისაა გამორიცხული, რომ განაცხადს მიღმა დარჩეს რისკების თავიდან ასაცილებლად. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მასიმილიანო ალეგრიმ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალს“ 22 თებერვალს, სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …