მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსმა” “ინტერთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

“იუვენტუსმა” “ინტერთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და „სალერნიტანას“ უმასპინძლა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჩემპიონატის აუტსაიდერს იოლად მოუგო, მაგრამ როგორც „ვილიარეალთან“, ამ შეხვედრაშიც ტურინული გუნდი მხოლოდ პირველ ტაიმში იყო კარგი, მეორე ნახევარში ბევრი პრობლემა შეექმნა.

„იუვე“ მეხუთე წუთზე პაულო დიბალამ დააწინაურა, რომელსაც საგოლე პასი დუშან ვლაჰოვიჩმა გაუკეთა. 29-ე წუთზე სერბმა ფეხბურთელმაც გაიტანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

პირველ ტაიმში „იუვენტუსს“ კიდევ 3 საგოლე მომენტი ჰქონდა, ორჯერ დიბალას, ერთხელ ვლაჰოვიჩს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მეორე ტაიმში კი ისევ ვლაჰოვიჩსა და მატაის დე ლიხტს შეეძლოთ გატანა, თუმცა, ორჯერვე მეკარემ დიდებულად ითამაშა.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 59 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსან „ინტერს“ უკვე მხოლოდ ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი სანაკრებო პაუზის შემდეგ სწორედ „ინტერს“ ტურინში უმასპინძლებს.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ ჯორჯო კიელინიმ “იუვენტუსში” 552-ედ ითამაშა და გაეტანო შირეას გაუთანაბრდა. მასზე წინ ახლა მხოლოდ ორი ფეხბურთელია – ალესანდრო დელ პიერო (705) და ჯანლუიჯი ბუფონი (685).

„იუვენტუსი“ – „სალერნიტანა“ 2:0 (2:0)

ტურინი, „ალიან სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დე შილიო, დე ლიხტი, კიელინი (რუგანი 46), პელეგრინი; კუადრადო (მირეტი 90), დანილო, არტური (ბერნარდესკი 70), რაბიო; დიბალა (მორატა 58), ვლაჰოვიჩი (კინი 90)

„სალერნიტანა“ (4-2-3-1): სეპე; მაძოკი, გიომბერი, ფაციო, რუჯერი (რიბერი 69); ლ. კულიბალი (ედერსონი46), რადოვანოვიჩი; (მ. კულიბალი 78) ძორტეა, ბონაცოლი (მიკაელი 78), პეროტი (ვერდი 60); ჯურიჩი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 დიბალა (5), 2:0 ვლაჰოვიჩი (29)

გაფრთხილება: პელეგრინი (40), დანილო (82), რაბიო 85), ალეგრი (86) – კულიბალი (24), ვერდი (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 12 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჯოვანი აიროლდი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …