მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “სალერნიტანა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სალერნიტანა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში „სალერნიტანა“ პაულო დიბალასა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – პირველ ტაიმში „იუვემ“ მას დასვენების საშუალება მისცა, მეორე ტაიმში ის გუნდს დასჭირდა და ყოველთვის კარგი პასუხი გასცა.

დე შილიო 6.5 – შესანიშნავი ჩაწოდება ვლაჰოვიჩზე, კარგად ითამაშა.

დე ლიხტი 6.5 – თავიდან ჯურიჩთან პრობლემა ჰქონდა, მერე შეცდომა აღარ დაუშვია.

კიელინი 6 – ერთი ტაიმი ითამაშა ფორმაში დასაბრუნებლად.

რუგანი 6 – გააკეთა ის, რაც საჭირო იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასავიწყებლად.

პელეგრინი 6 – სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით, რის გამოც „ინტერთან“ მატჩს გამოტოვებს, შესანიშნავი თამაში წყალში ჩაყარა.

კუადრადო 6 – ყველაფერი გასცა ამ სეზონში და ახლა ცოტა ცუდ ფორმაშია.

მირეტი შ.გ – მას სერია A-ში დებიუტი 3 წუთით ჰქონდა.

არტური 6 – როგორც ყოველთვის, მხოლოდ საშინაო დავალებით შემოიფარგლა.

ბერნარდესკი 5 – თამაშში ცუდად ჩაერთო, ყველაფერში ცდებოდა.

დანილო 6.5 – კარგია, როცა საქმე ბურთის დაბრუნებას ეხება, შეტევების წამოწყებაში კი ცოტა შეკვეცილი იყო.

რაბიო 6 – ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დამაჯერებლად ითამაშა.

დიბალა 7.5 – თავიდანვე გაიტანა, შემდეგ აშკარა მომენტი გაანიავა, მერე ვლაჰოვიჩი მეკარესთან პირისპირ დატოვა. მეორე თავდამსხმელად ის ყველანაირ თავისუფლებას გრძნობს, რითაც შეუძლია თამაშში განსხვავების შექმნა. ხვალიდან კონტრაქტის განახლებაზე საუბარი დაიწყება.

მორატა 5.5 – თამაშში საუკეთესოდ ვერ ჩაერთო.

ვლაჰოვიჩი 7.5 – საგოლე პასი და გოლი, დიბალას კარგად უგებდა, ბევრად უკეთ, ვიდრე მორატას და კინს. თითქმის მთელი თამაში ითამაშა და გაფრთხილებაც არ მიუღია, რაც დისკვალიფიკაციად დაუჯდებოდა.

კინი შ.გ – მან მხოლოდ ბოლო 3 წუთი ითამაშა.

ალეგრი 6 – დიბალა-ვლაჰოვიჩის წყვილით სულ სხვაა, მაგრამ მეორე ტაიმში ისევ ვარდნა შემაშფოთებელია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …