მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” რაბიოს დედას ახალ კონტრაქტზე შეხვდა

“იუვენტუსი” რაბიოს დედას ახალ კონტრაქტზე შეხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლებმა ადრიენ რაბიოს დედასთან, რომელიც ამავდროულად მისი აგენტია, შუალედური შეხვედრა გამართეს.

რა თქმა უნდა, მიზანი ახალი კონტრაქტია, რადგან რაბიოს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ამ ეტაპზე დიდი ოპტიმიზმი კონტრაქტის განახლებასთან არ არსებობს, რადგან რაბიოს დედა გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს. ადრიენი ამჟამად ისედაც 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ანხელ დი მარიას შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ადრიენ რაბიო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 148 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. ის ტურინულმა გრანდმა თავის დროზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …