მთავარი / სიახლეები / ანიელი: “არაჩვეულებრივი წლები იყო, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი”

ანიელი: “არაჩვეულებრივი წლები იყო, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი”

“იუვენტუსი” ანდრეა ანიელის სპეციალური ვიდეოთი დაემშვიდობა, რომელშიც ანდრეა ლაპარაკობს. “იუვეს” აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი მიმართვაში ამბობს:

“გარდა იმისა, რომ მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა ამ კლუბის ფერები, ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებდი იმ შედეგების მოპოვებისთვის, რასაც მივაღწიეთ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ეს იყო არაჩვეულებრივი წლები, როდესაც ამ კლუბის მქონდა პრეზიდენტობის პატივი.

ეს არის ლეგენდა, რომელმაც სხვადასხვა თაობების გულები გაათბო. ლეგენდა, რომელიც აღემატება სიმწარეს და სიხარულს. ლეგენდა, რომელიც აღემატება პრეზიდენტებსა და ფეხბურთელებს. ჩვენ “იუვეს” ხალხი ვართ და ყოველთვის ერთიანები ვიქნებით. დღეს და ხვალ მზად ვართ ერთად ვიყვიროთ: Fino alla fine!”, – ამბობს ვიდეოში ანიელი.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი “იუვენტუსის” პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო და კლუბმა ამ პერიოდში 19 ტიტული მოიგო, 9-ჯერ სკუდეტო, 5-ჯერ იტალიის თასი და 5-ჯერ იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …