მთავარი / სიახლეები / ანდრეა ანიელი: “არ შემიძლია და არც მინდა ემოციები დავმალო”

ანდრეა ანიელი: “არ შემიძლია და არც მინდა ემოციები დავმალო”

დღეს, „იუვენტუსის“ აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც ანდრეა ანიელის, როგორც „იუვენტუსის“ პრეზიდენტის ოფიციალურად დაემშვიდობნენ.

ანიელი კრებაზე სიტყვით გამოვიდა:

„არ შემიძლია და არც მინდა დავმალო ემოცია ამ დღისთვის, რითაც იხურება თითქმის 13-წლიანი თავი, რაც ჩემთვის ადვილი არ არის.

როდესაც ვიყავი ევროპული კლუბების ასოციაციაში და უეფას წევრი ვიყავი, სისტემის არამდგრადობა აშკარა იყო და გულშემატკივრებიც უკმაყოფილო გახლდათ. რომ მდომოდა პრეზიდენტის როლის შენარჩუნება „იუვეს“ და ECA-ში, არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღე 2021 წლის აპრილში სუპერლიგის სახით. თუ ასე გავაგრძელებთ, პრემიერლიგის სასარგებლოდ ვიმოქმედებთ, რომელიც ყველა დანარჩენ ლიგას მარგინალიზაციას სწრაფად უკეთებს. სამწუხაროდ, მარეგულირებელი მონოპოლისტი არ აპირებს ამის შეცვლას. ახლა რჩება იმედი, რომ ევროპის იუსტიციის სასამართლო გადაწყვეტილებას სუპერლიგის სასარგებლოდ მიიღებს. მადლობას ვუხდი „რეალს“ და „ბარსელონას“, რომლებმაც გამოიჩინეს გამბედაობა და ეწინააღმდეგებიან უეფას მუქარას, რომელიც ცდილობს სისტემის დაშლას.

ამ წლებში ავაშენეთ სტადიონი, მუზეუმი, სასტუმრო და გავაუმჯობესეთ ვინოვოს ინფრასტრუქტურა. არ დაგვავიწყდეს ლოგოს შეცვლის გადაწყვეტილებას. მოედანზე მივაღწიეთ განსაკუთრებულ შედეგებს, თუნდაც ქალების ფეხბურთში, რომლის გუნდი ნულიდან შევქმენით. ასევე გვყავს ახალგაზრდული გუნდი, რომელმაც მომდევნო 5-8 წლის განმავლობაში პირველი გუნდი ფეხბურთელების 50%-ით უნდა მოამარაგოს. მადლობას ვუხდი ჯონ ელკანს და ყველას. დღეს მე ასევე ვტოვებ  Exor-სა და Stellantis-ს. მიყვარხართ“, – თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი “იუვენტუსის” პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო და კლუბმა ამ პერიოდში 19 ტიტული მოიგო, 9-ჯერ სკუდეტო, 5-ჯერ იტალიის თასი და 5-ჯერ იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …