მთავარი / სიახლეები / კუადრადომ და დე შილიონ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

კუადრადომ და დე შილიონ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა ხუან კუადრადომ და მატია დე შილიომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშეს.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნებიან სათამაშოდ მზად, მაგრამ ვარჯიში რომ დაიწყეს, ეს უკვე კარგი სიახლეა.

კუადრადომ ბოლოს მუნდიალის პაუზამდე „ლაციოსთან“ ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება დე შილიოს, ის ლაზარეთში უფრო დიდი ხანი იყო. მატიას აქტივში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 თამაშია.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 19 იანვარს, იტალიის თასის მერვედფინალში „მონცას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …