მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსი” კიეზამ გადაარჩინა

“იუვენტუსი” კიეზამ გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2022 წელი წარუმატებლად დაიწყო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს შესანიშნავი შანსი ჰქონდა „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეემცირებინა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში თავიდან ბოლომდე ჩართულიყო, მითუმეტეს, რომ მეტოქეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა.

თუმცა, ალეგრის გუნდმა ვერ მოიგო და უფრო წაგებასთან იყო ახლოს, ვიდრე მოგებასთან. შეხვედრა მთლიანობაში თანაბარი გამოდგა და ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს.

23-ე წუთზე დრის მერტენსმა ანგარიში გახსნა და ნეაპოლელები დააწინაურა, რასაც 54-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ უპასუხა. „იუვეს“ დიდი დრო ჰქონდა მოსაგებად, მაგრამ რეალური საგოლე შანსიც ვეღარ შექმნა. ყველაზე ახლოს გოლთან მოიზე კინი იყო, რომლის თავური კარს ასცდა, ხოლო პაულო დიბალას ერთხელ დავიდ ოსპინამ აჯობა.

შედეგად ფრე 1:1, რომელიც ცხადია, „ნაპოლის“ აწყობდა, რომელიც „იუვეს“ ისევ 5 ქულით უსწრებს და ტურინელთა მდგომარეობა ისევ საკმაოდ რთულია.

„ბებერ ქალბატონს“ კალენდარიც არ აქვს კარგი და წინ კიდევ ერთი ურთულესი თამაში ელოდება, 9 იანვარს, სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 1:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, რუგანი, ალექს სანდრო (დე შილიო 75); მაკკენი, ლოკატელი, რაბიო (ბენტანკური 66); ბერნარდესკი (დიბალა 66), მორატა (კინი 75), კიეზა (კულუშევსკი 81)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ნაპოლი“ (4-2-3-1): ოსპინა; დი ლორენცო, რაჰმანი, გაბრიელ ჟესუსი, გულამი; დემე, ლობოტკა (ძანოლი 90); პოლიტანო (ელმასი 76), ზიელინსკი, ინსინიე; მერტენსი (პეტანია 88)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 მერტენსი (23), 1:1 კიეზა (54)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (44), დიბალა (90) – დემე (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (5) – 16 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: სიმონე სოცა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …