მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს XX ტურში „ნაპოლისთან“ ფედერიკო კიეზას გოლით ქულა მოიპოვა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – გოლის დროს არ გაუმართლა, ის ბურთს ისე შეეხო, რომ დე ლიხტს, რომელიც კარის ხაზიდან მის გამოსატანად მზად იყო, ხელი შეუშალა. შემდეგ თავისი საქმე კარგად გააკეთა.

კუადრადო 6 – ინსინიე კარგად გააკონტროლა, მაგრამ შეტევაში გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

დე ლიხტი 6 – პირველ ტაიმში იმ იშვიათთაგანი იყო, რომელმაც კარგად ითამაშა. შჩესნის ბურთთან შეხებამ მას ხელი შეუშალა.

რუგანი 6 – პოლიტანო-მერტენსის კომბინაციის დროს არ იცოდა რა ექნბა, შემდეგ მოუმატა და უკეთ ითამაშა.

ალექს სანდრო 5 – კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ პირველ ტაიმში დაბრუნდა ის მოთამაშე, რომელიც ყოველთვის შეცდომას უშვებს. მეორე ნახევარში უკეთესი იყო, მაგრამ მოედანი სტვენის ფონზე დატოვა.

დე შილიო შ.გ – მან ბოლო 15 წუთი ითამაშა.

მაკკენი 6 – დასაწყისში გოლთან ახლოს იყო, შემდეგ გაქრა და მეორე ტაიმში გააქტიურდა.

ლოკატელი 6 – რამდენჯერმე მარტივ სიტუაციაში შეცდა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ნახევარდაცვაში მეტისმეტად მარტოა.

რაბიო 5 – პირველ ტაიმში კაცით ნაკლები იყო, მეორე ნახევარში უკეთ დაიწყო, მაგრამ სწორედ იმ დროს შეცვალეს.

ბენტანკური 5.5 – მისგანაც განსაკუთრებული არაფერი.

ბერნარდესკი 6 – ცდილობს და არ ნებდება, მაგრამ თუ „იუვე“ მასზეა დამოკიდებული, მაშინ კარგად გასაგებია „იუვეს“ პრობლემები ამ სეზონში.

დიბალა 6 – კარგად, ძალიან კარგად დაიწყო, მერე გაიცვითა და ბოლო წუთზე ჯარიმა ცუდად შეასრულა.

მორატა 5 – არ უთამაშია უმაღლეს დონეზე, დადასტურდა, რომ ის ფიქრებით სხვაგანაა.

კინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა და მატჩის მიწურულს გოლთან ახლოს იყო.

კიეზა 7 – ურტაყმს, ურტყამს, ურტყამს, ყოველთვის ურტყამს. ყოველ შემთხვევაში ეს რაღაც არის. ყოველთვის გუნდს მხრებით ატარებს, გოლის დროს გაუმართლა, მაგრამ ეს იმის შედეგი იყო, რომ მუდმივად ეძებდა გოლის გასატანად გზას.

კულუშევსკი შ.გ – 15 წუთი ითამაშა, მაგრამ ძალიან შეუმჩნეველი იყო.

ალეგრი 5.5 – შეზღუდული რესურსის მქონე „ნაპოლის“ არ დამარცხება დანაშაულია. გუნდმა იღბლიანი გოლით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …