მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ზარალი წელს 190 მილიონ ევროს შეადგენს

“იუვენტუსის” ზარალი წელს 190 მილიონ ევროს შეადგენს

ტურინის „იუვენტუსის“ 2020-2021 ფინანსურ წელს 190.7 მილიონი ევროს ზარალით დაასრულებს, რაც წინა წელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

„იუვენტუსი“ პანდემიის შედეგებს იღებს საკუთარ თავზე, რის გამოც გასული სეზონი მთლიანად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა. გარდა ამისა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზეც წარუმატებლად ითამაშა, რის გამოც ფინანსური ზარალი გაიზარდა.

გარდა ამისა, ეს იქნება ზედიზედ მეოთხე წელი, რომელსაც „იუვენტუსი“ წაგებაში დაასრულებს.

„იუვენტუსს“ სტადიონი საკუთარ მფლობელობაში აქვს და ამიტომაც, ბილეთებიდან უფრო მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს, ვიდრე სხვა კლუბები და ცარიელმა ტრიბუნებმა გუნდზე დიდი დარტყმა იქონია. მიმდინარე სეზონში დასწრება 50%-ზეა დაშვებული, თუმცა ეს გუნდის ფინანსურ ზარალს მხოლოდ უმნიშვნელოდ შეამცირებს.

აქვე გეტყვით ბოლო სეზონების ფინანსურ ანგარიშებს, საიდანაც მხოლოდ სამი სეზონია ისეთი, როცა გუნდს მოგება ჰქონდა:

2010-2011: 95.4 მილიონი ევროს წაგება

2011-2012: 48.7 მილიონი ევროს წაგება

2012-2013: 15.9 მილიონი ევროს წაგება

2013-2014: 6.7 მილიონი ევროს წაგება

2014-2015: 2.3 მილიონი ევროს მოგება

2015-2016: 4.1 მილიონი ევროს მოგება

2016-2017: 42.6 მილიონი ევროს მოგება

2017-2018: 19.2 მილიონი ევროს წაგება

2018-2019: 39.9 მილიონი ევროს წაგება

2019-2020: 89.7 მილიონი ევროს წაგება

2020-2021: 190.7 მილიონი ევროს წაგება

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …