მთავარი / სიახლეები / ვესტონ მაკკენი აშშ-ს ნაკრებიდან გარიცხეს, მიზეზი მორიგი უდისციპლინობაა

ვესტონ მაკკენი აშშ-ს ნაკრებიდან გარიცხეს, მიზეზი მორიგი უდისციპლინობაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდიდან გაუშვა. ამის მიზეზი კოვიდპროტოკოლის დარღვევა გახდა.

მაკკენიმ ჯერ ფანებთან ფოტოები გადაიღო და მერე სასტუმროს ნომერში უცხო პირი მიიყვანა, რაც კოვიდრეგულაციებით აკრძალული იყო. ამან, აშშ-ს თავკაცის გაბრაზება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მაკკენი პირველად არ არღვევს რეგულაციებს და იგივე გასულ სეზონში „იუვენტუსშიც“ გააკეთა.

სწორედ ამიტომ არის, რო ტურინელებს ვესტონის გაყიდვა უნდათ. ფეხბურთელს წონის პრობლემაც აქვს, რაც ვერაფრით მოაგვარა და „იუვე“ ეცდება, რომ იანვარში ფეხბურთელი საბოლოოდ გაყიდოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …