მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზას ტრავმა აქვს

ფედერიკო კიეზას ტრავმა აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას ტრავმა აქვს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, იტალიელი შემტევი კუნთის დაზიანების გამო დღეს იტალიის ნაკრების შეკრებას დატოვებს და ტურინში დაბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი და შეძლებს თუ არა კიეზა „იუვეს“ დახმარებას უახლოეს მატჩში „ნაპოლის“ წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ „ნაპოლისთან“ თამაში სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების გარეშე მოუწევს, რომლებიც ვერ ასწრებენ იტალიაში დროულად დაბრუნებას და ამდენად, კიეზას გამოკლებაც მასიმილიანო ალეგრისთვის დიდი პრობლემა იქნება.

ფედერიკო კიეზამ მიმდინარე სეზონში ორი უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო იტალიის ნაკრების მაისურით ბულგარეთთან გოლის გატანა შეძლო. კიეზამ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, თავი 14 გოლით გამოიჩინა, რასაც ევრო 2020-ზე გატანილი ორი გოლი და ჩემპიონის ტიტულიც დაუმატა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …