მთავარი / სიახლეები / იტალიის ნაკრებში 5 იუვენტინო გამოიძახეს

იტალიის ნაკრებში 5 იუვენტინო გამოიძახეს

იტალიის ნაკრები 6-10 ოქტომბერს ერთა ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. რობერტო მანჩინიმ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც „იუვენტუსის“ 5 ფეხბურთელი მოხვდა.

ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, მანუელ ლოკატელი, ფედერიკო კიეზა და ფედერიკო ბერნარდესკი ევროპის ჩემპიონის ტიტულის შემდეგ ერთა ლიგის მოსაგებადაც იბრძოლებენ. ნაკრებში არ არის მოიზე კინი – უეფას რეგლამენტით ერთა ლიგისთვის თითოეულ გუნდში 23 ფეხბურთელის გამოძახებაა შესაძლებელი ამ ლიმიტის გამო კინი ნაკრებში ვერ მოხვდა, რადგან მანჩინიმ იმ შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოახერხა. მხოლოდ ლორენცო პელეგრინია ისეთი, ვისაც ზაფხულში ევრო 2020-ის ჩემპიონობაში წვლილი არ შეუტანია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ფეხბურთელი მანჩინიმ სწორედ “იუვედან” გამოიძახა.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა).

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ლიონი, საფრანგეთი), რაფაელ ტოლოი (ატალანტა).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), მარკო ვერატი (პსჟ).

თავდამსხმელები: დომენკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო).

იტალიის ნაკრები 6 ოქტომბერს ნახევარფინალში ესპანეთს მილანში უმასპინძლებს, ხოლო 10 ოქტომბერს ფინალი ასევე მილანშია დაგეგმილი. მეორე ნახევარფინალური თამაში საფრანგეთსა და ბელგიას შორის, ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართება, ისევე როგორც შემდეგ მესამე ადგილისთვის თამაში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …