მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “ალეგრისთვის ხარისხი უმნიშვნელოა, მთავარია გამარჯვება”

დე ლიხტი: “ალეგრისთვის ხარისხი უმნიშვნელოა, მთავარია გამარჯვება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობა ძალიან მოსწონს და იტალიელი სპეციალისტის მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთადერთი რამეა – გამარჯვება.

„ალეგრის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, რომელმაც იცის ფეხბურთი და „იუვენტუსთან“ და „მილანთან“ ერთად ბევრი ტიტული მოიგო. ბედნიერი ვარ, ახლა ის ჩემი მწვრთნელია და ეს მნიშვნელოვანია გასაუმჯობესებლად. ტაქტიკურად ძალიან მეხმარება. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია 90 წუთის განმავლობაში სწორი მენტალიტეტით თამაში მოსაგებად. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფეხბურთს ვთამაშობთ, კარგს თუ ცუდს, ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია მისთვის, ეს გამარჯვებაა.

ბონუჩისთან და კიელინისთან ბევრს ვსაუბრობ, ისინი ბევრისთვის ამოსავალი წერტილები არიან და ბევრი მოიგეს „იუვენტუსთან“ და იტალიის ნაკრებთან ერთად. მე კარგი ფიზიკური მონაცემები მაქვს და ბურთითაც კარგად ვთამაშობ, მაგრამ ისინი მირჩევენ, რომ კონცენტრაცია და სიმშვიდე შევინარჩუნო მთელი თამაშის განმავლობაი. სიმშვიდით ყველა გუნდი უკეთ თამაშობს.

ჩემი აზრით, ფეხბურთში კრიტიკა ნორმალურია, საკუთარ თავს ყველაზე მეტად მე ვაკრიტიკებ. მნიშვნელოვანია გქონდეს წარმოდგენა, თუ რა არის საჭირო განსავითარებლად, თუმცა ისიც ნორმალურია, რომ ყველას ურჩევნია კომპლიმენტები მიიღოს. თუმცა, კრიტიკა ნორმალურია, ყველამ უნდა ვისწავლოთ.

ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი, ბრენბურთელი გამოვიდოდი (ხუმრობს). ყველა ხაზგასმით აღნიშნავდა, განსაკუთრებით იტალიაში ჩემს პირველ სეზონში, როცა ხელით რამდენჯერმე ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ყოველთვის ფეხბურთელობაზე ვფიქრობდი, ყველაფერი გავაკეთე ამისთვის და კმაყოფილი ვარ. ჩოგბურთელი მშობლელი? დიახ, ჩოგბურთს, 6-7 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მომწონდა, მაგრამ არა ისე, როგორც ფეხბურთი, ეს ჩემი სიყვარულია. ყოველთვის მსიამოვნებდა მეგობრებთან თამაში, ჩოგბურთი ძალიან ინდივიდუალური სპორტია, მე უფრო გუნდთან ერთად თამაში მომწონს.

ჩემი საცოლის მამასთან ფეხბურთზე ბევრს ვსაუბრობ, ის თამაშობდა და ისიც როგორ მუშაობს ეს სამყარო. ყოველთვის სასიამოვნოა მასთან საუბარი, რომელსაც ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს ცხოვრებაში და ფეხბურთში, ეს უფრო მამშვიდებს. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილავთ სხვა საკითხებსაც.

მეტოქე? ლევანდოვკის წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან გამოცდილება აქვს და არ სჭირდება ყოველთვის კარგად თამაში გოლის გასატანად. მასთან თამაში მცველისთვის ძალიან რთულია.

ჩემი ბავშვობის კერპი კრისტიან ერიკსენი იყო, რადგან „აიაქსში“ თამაშობდა, ნახევარმცველი იყო, როგორც მე წარსულში. ჩემი საუკეთესო თამაში? „აიაქსში“ ყოფნის დროს „რეალის“ წინააღმდეგ. ტურინში ყველაზე ლამაზი ადგილები? ვალენტინის პარკი ან პიაცა სან კარლო“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე ჩატარებულ 82 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …