მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “ბაიერნს” ჩემი ყიდვა უნდოდა, მაგრამ მე და საბედნიეროდ “იუვეც” წინააღმდეგი იყო”

დანილო: “ბაიერნს” ჩემი ყიდვა უნდოდა, მაგრამ მე და საბედნიეროდ “იუვეც” წინააღმდეგი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ განაცხადა, რომ ზაფხულში მისი შეძენა მიუნხენის „ბაიერნს“ სურდა, მაგრამ მან უარი თქვა, ისევე, როგორც „იუვემ“.

„ჩელსისთან“ გამარჯვება საჭირო იყო იმის გასაგებად თუ სადამდე შეგვიძლია მისვლა. ჩვენ ევროპის მოქმედი ჩემპიონები დავამარცხეთ და ყველაფერი შესაძლებელია.

მწვრთმელობა? შეიძლება, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი გავხდები თუ არა. 5-6 წლის წინ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, დღეს კი მხედველობაში ნამდვილად მაქვს.

„ბაიერნის“ ინსტერი ზაფხულში? დიახ, სიმართლეა, მაგრამ მე არ მინდოდა და საბედნიეროდ, არც „იუვეს“ უნდოდა ჩემი გაყიდვა“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე ჩატარებულ 84 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …