მთავარი / სიახლეები / დეშამი: “იუვეს” დატოვება სწორი არ იყო, დღეს სხვანაირად მოვიქცეოდი”

დეშამი: “იუვეს” დატოვება სწორი არ იყო, დღეს სხვანაირად მოვიქცეოდი”

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ 2007 წელს „იუვენტუსის“ დატოვება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და დღეს სხვანაირად მოიქცეოდა.

საფრანგეთის ნაკრები 6 ოქტომბერს, ტურინში ბელგიის ნაკრებს შეხვდება და დიდიეც დიდი ხნის შემდეგ ტურინში ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით მან კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, ბევრ ადამიანს ვნახავ, ვისაც ვიცნობ და ჯერ კიდევ „იუვეში“ არიან. მე ვთვლი, რომ ეს კლუბი ჩემი მეორე სახლია, მას შემდეგ, რაც იქ 5 წელი ვითამაშე, ხოლო შემდეგ ერთი სეზონი მწვრთნელი ვიყავი. მაშინ გუნდის დატოვება გადავწყვიტე, უკან რომ მიხედები, ეს არ არის ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ ესეც გამოცდილების ნაწილია. უფრო ახალგაზრდა და უფრო იმპულსური ვიყავი, დღეს სხვაინარად მოვიქცეოდი“, – თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი „იუვენტუსის“ ღირსებას 1994-1999 წლებში იცავდა, ხოლო 2006-2007 წლების სეზონში სერია B-დან სერია A-ში გუნდი მისი მწვრთნელობისას დაბრუნდა, თუმცა, საგზურის მოპოვების შემდეგ და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო გუნდი დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …