მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩი ალეგრისთან მუშაობით უკმაყოფილია და პსჟ-ს დაუკავშირეს

ვლაჰოვიჩი ალეგრისთან მუშაობით უკმაყოფილია და პსჟ-ს დაუკავშირეს

ტურინული გაზეთი Tuttosport-ი წერს, რომ „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი „პარი სენ ჟერმენის“ სამიზნეა.

წყაროს თანახმად, კრისტოფ გალტიეს გუნდში ისეთი ძალისმიერი ფორვარდის ყოლაც უნდა, რადგან ასეთი სტილის მოთამაშე პსჟ-ს შეტევაში პრაქტიკულად არ ჰყავს. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ვლაჰოვიჩი გალტიეს სიაში პირველი წერია.

ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები და სხვა კონკრეტული, არაფერი ვრცელდება, მაგრამ ტურინში იმასაც წერენ, რომ ვლაჰოვიჩი მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობით კმაყოფილი არაა. სერბს უნდა, რომ ისეთ გუნდში ითამაშოს, რომელიც უფრო მეტი აგრესიით შეუტევს და არა ალეგრის სტილში, რომელიც უმეტეს აქცენტს დაცვით ფაზაზე აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩი იანვარში 75 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 29 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …