მთავარი / სიახლეები / ვან დე სარი: “დე ლიხტი ახალგაზრდა რონალდუს ჰგავს”

ვან დე სარი: “დე ლიხტი ახალგაზრდა რონალდუს ჰგავს”

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ედვინ ვან დერ სარმა მატიას დე ლიხტზე ისაუბრა. როგორც „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ აღნიშნა, დე ლიხტი კრიშტიანუ რონადულს ახალგაზრდობას აგონებს და ისინი სულისკვეთებით ერთმანეთს ჰგვანან.

„მატიას „იუვეში“ გვერდით ორი ისეთი ოსტატი ჰყავს, როგორიცაა კიელინი და ბონუჩი, მაგრამ ის მაინც ბევრს თამაშობს. დე ლიხტის ღირებულება ეჭვს არ იწვევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 22 წლისაა. კრიტიკა ნორმალურია, ეს ფეხბურთის ნაწილია. მატიასი არის ბიჭი, რომელმაც გამოწვევები უყვარს.

ის ტოპფეხბურთელი და დიდი მენტალიტეტი აქვს. ბევრს მუშაობს გაუმჯობესებისთვის. მისი ვარჯიშები ორნახევარი წელია არ მინახავს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ როცა ჩვენთან („აიაქსში“) თამაშობდა, მისი სულისკვეთება ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუს სულისკვეთებას მაგონებდა, რომელიც „მანჩესტერში“ ჩემი თანაგუნდელი იყო. დე ლიხტი დილით ძალიან ადრეც კი, თუ მოედანზე არ იყო, სპორტულ დარბაზში ნახავდი“, – თქვა ვან დერ სარმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …