მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” ბრძოლაში წააგო

“იუვემ” ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” ბრძოლაში წააგო

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ითამაშა და საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა, რომელიც გასული სეზონის ფინალისტია, ამდენად წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, რადგან „იუვე“ ამ ტურნირზე პირველ ნაბიჯებს დგამს.

ტურინელებმა მრისხანე მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ანგარიში ლონდონელებმა 31-ე წუთზე კატბერტის გოლით გახსნეს, ხოლო 6 წუთში ბარბარა ბონანსეამ წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვების გოლი „ჩელსიმ“ 69-ე წუთზე გაიტანა და გოლი ჰარდერის ანგარიშზეა. „იუვეს“ ჰქონდა გათანაბრებისთვის შანსები, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა და წააგო.

აღსანიშნავია, რომ მატჩის „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართა და დიდი ინტერესიც გამოიწვია.

„იუვენტუსს“ ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს (პირველ ტურში სტუმრად „სერვეტს“ 3:0 მოუგო), ჯგუფს კი „ჩელსი“ და „ვოლფსბურგი“ 4-4 ქულით ლიდერობენ. „იუვე“ მომდევნო ტურში სწორედ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლებს, რომელიც არა მარტო ჯგუფის, არამედ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, რადგან ქალთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

„იუვენტუსი“ – „ჩელსი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 კატბერტი (31), 1:1 ბონანსეა (37), 1:2 ჰარდერი (69)

„იუვენტუსი“ (4-3-3): პეირო-მანი; ლუნდორფი, გამა, სალვაი (ლენცინი 73), ბოატინი; როსუჩი (კარუზო 81), პედერსენი (ზამანიანი 89), ჩერნოია; ბონანსეა (ბონფატინი 72), ჯირელი (სტასკოვა 81), ჰურტიგი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …