მთავარი / სიახლეები / მარკიზიო კიეზას, დიბალას, ლოკატელისა და ალეგრის შესახებ…

მარკიზიო კიეზას, დიბალას, ლოკატელისა და ალეგრის შესახებ…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ Tuttosport-თან ისაუბრა. „პრინცმა“ „იუვეს“ სეზონის სტარტზე, მანუელ ლოკატელიზე, ფედერიკო კიეზაზე, პაულო დიბალასა და მასიმილიანო ალეგრიზე ისაუბრა.

„ყოველთვის რთულია წარსულთან პარალელის გავლება, მხოლოდ აწმყოა მნიშვნელოვანია. „იუვეს“ რთული სტარტი ჰქონდა, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლდა და სირთულეები იყო, როგორც თამაშში, ისე შედეგებში. ახლა, როგორც ჩანს, პრობლემებს აგვარებენ, როგორც ეს სანაკრებო პაუზამდე გამოჩნდა.

დიბალა? მან წარსულში უკვე აჩვენა, რომ ლიდერობა შეუძლია, როცა ახალგაზრდა იყო. ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვს და იცის, რამდენის გაცემა შეუძლია. შარშან კრიტიკა იყო, მიუხედავად მოგებული ორი ტიტულისა, ეს არის ნიშანი იმისა, რომ „იუვენტუსს“ სურს ყოველთვის მწვერვალზე დარჩეს და პაულოს, როგორც მის თანაგუნდელებს მოუწევთ მოედანზე იმის დემონსტრირება, რომ კონკურენტუნარიანები არიან. კონტრაქტის გახანგრძლივება? ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მალე გააფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ეს აქამდე, სეზონის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა.

ლოკატელი? მას თვალს დიდი ინტერესით ვადევნებ. ახალგაზრდა და იტალიელი ბიჭია, რომელსაც ყოველდღე უნდა დააკვირდე, ის შეიძლება „იუვესთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს კიელინი და ბონუჩი. „იუვეს“ უნდა, რომ კიდევ ერთი გამარჯვებული ციკლი გახსნას.

კიეზა? დიბალასა და მორატას გარეშე სწორედ ის ახდენს განსხვავებას, კიეზა გასულ სეზონში ერთადერთი იყო, ვინც გუნდს აფხიზლებდა. დიდი ფეხბურთელობისთვის მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა, გამოცდილებაც საჭიროა. ეს არის გარდაუვალი ნაბიჯი თუ გინდა, რომ ტოპფეხბურთელი გახდე.

ალეგრი? გასულ ორ წელიწადში კლუბმა გააკეთა არჩევანი, რომელიც მაქსის პროფილისგან განსხვავებულია. მას შეცვლილი გუნდი დახვდა, იმასთან შედარებით, რომელიც დატოვა. ამიტომ, ადვილი არ იყო გადატვირთვა, ამას დრო სჭირდება. გარემოს იცნობს და ალეგრისთვის ეს უპირატესობაა“, – თქვა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …