მთავარი / სიახლეები / დიბალა სავარაუდოდ, “რომასთან” მატჩისთვის მზად იქნება

დიბალა სავარაუდოდ, “რომასთან” მატჩისთვის მზად იქნება

ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლება პრაქტიკულად შეთანხმებულია. როგორც უკვე ცნობილია, ფეხბურთელის აგენტმა ტურინი დატოვა და არგენტინაში დაბრუნდა.

გარდა ამისა, დიბალას გარშემო მნიშვნელოვანია ის საკითხიც, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. იტალიური მედიის ცნობით, მისი გამოჯანმრთელების საკითხი კარგად მიმდინარეობს და პაულო სავარაუდოდ, მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.

„იუვე“ სანაკრებო პაუზის შემდეგ 17 ოქტომბერს, „რომას“ დაუპირისპირდება და მოსალოდნელია, რომ დიბალა მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება. პაულო არგენტინის ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ ტრავმის გამო იტალია არ დაუტოვებია და მისი გამოჯანმრთლეების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ ტრავმა 10 დღის წინ, გენუის „სამპდორიასთან“ მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან 3 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …