მთავარი / სიახლეები / დიბალას აგენტმა იტალია დატოვა, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია

დიბალას აგენტმა იტალია დატოვა, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია

ტურინის „იუვენტუსსა“ და პაულო დიბალას შორის კონტრაქტის განახლების საკითხი წარმატებით დახურვასთან ახლოსაა.

იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა ხორხე ანტუნმა იტალია დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი მისია უკვე შესრულებულია. პაულოსთან ხელშეკრულება 3 წლით, 2025 წლის 30 ივნისამდე განახლდება, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 8 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები იქნება.

ახლა იურისტები მუშაობენ ბოლო დეტალების სრულყოფისთვის. მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი მან უკვე მოახერხა 3 გოლის გატანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …