მთავარი / სიახლეები / დიბალას აგენტთან ახალ კონტრაქტზე მორიგი შეხვედრა დაიგეგმა

დიბალას აგენტთან ახალ კონტრაქტზე მორიგი შეხვედრა დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ აგრძელებს პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტზე მუშაობას. Sky Sport-ის ცნობით, „სამპდორიასთან“ მატჩის წინ ტურინული გრანდის წარმომადგენლები და დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი ერთმანეთს შეხვდებიან.

წყაროს თანახმად, არსებობს პოზიტიური ნიშნები, მაგრამ ამავდროულად ჯერ კიდე არის დაბრკოლებები. მომდევნო კვირა სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება შეთანხმების მისაღწევად.

„იუვენტუსს“ სურს, რომ პაულო დიბალას კონტრაქტი, რომელიც 2022 წელს ეწურება, 2025 წლამდე განაახლოს. არგენტინელი ფეხბურთელი ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც ამ დრომდე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და 259 მატჩში 102 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …