მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სამპდორიასთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სამპდორიასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ბევრ თემაზე ისაუბრა და მათ შორის იმ კრიტიკაზე, რომელიც მის მიმართ ბოლო ხანებში ისმის.

„კარგად უნდა ვითამაშოთ და გამარჯვება ვცადოთ, სატურნირო ცხრილში პატარა ნახტომი უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია სახლში პირველი გამარჯვების მოპოვება და შემდეგ „ჩელსისთან“ მატჩზე ვიფიქრებთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, ასეთ გადატვირთული გრაფიკისას სუნთქვა საჭიროა.

დიბალა არ ვიცი ითამაშებს თუ არა, რაბიო არ გამოვიძახე, რადგან მუხლში დარტყმა მიიღო და არ უვარჯიშია. კიეზა კარგადაა, შეუძლია თამაში მარჯვნივ და მარცხნივ, ხვალ გადავწყვეტ სად დავაყენო, შეიძლება შეცვლიდან თამაში შეცვალოს. „მილანთან“ გვქონდა შანსი მათთვი ბოლო დარტყმა მიგვეყენებინა, მაგრამ სანაცვლოდ ცოცხლები დავტოვეთ. ფავორიტი? საკი მართალია, „ინტერი“, „მილანი“ და „ნაპოლი“ ფავორიტები არიან, ჩვენ ცოტა უკან ვართ, ჩვენი გზა უნდა გავიაროთ სატურნირო ცხრილზე ყურების გარეშე. „სპეციასთან“ ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მოვიგეთ თამაში, „სამპდორიასთან“ კი ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ. ვნახოთ ნოემბერში სად ვიქნებით, მაგრამ „ინტერმა“ შარშან სკუდეტო მოიგო, „მილანი“ ყველაზე კარგ ფორმაშია, ხოლო „ნაპოლიმ“ ზედიზედ 5 თამაში მოიგო. უნდა ვცადოთ, რაც შეიძლება მალე შევიდეთ ევროპა ლიგის ზონაში, მერე ვნახოთ. ერთი თამაში არაფერს გადაწყვეტს, სტაბილურად უნდა ვითამაშოთ.

„სპეციასთან“ ვინც შეცვალზე ითამაშა, საკმაოდ კარგად ჩაერთვნენ, ეს ნორმალური უნდა იყოს, მე კმაყოფილი ვარ. ბერნარდესკი თავს კარგად გრძნობს და ხვალ გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა ძირითადში. პერინი ითამაშებს, რომ შჩესნიმ ენერგია აღიდგინოს. მინდოდა პერინს ჯერ კიდევ „სპეციასთან“ ეთამაშა, ის მზად არის და მვიდადაა.

შეგვიძლია ჩვენს სქემას 4-2-3-1 ვუწოდოთ, მაგრამ მახასიათებლების მიხედვით იცვლება. „სპეციასთან“ უკან სამი მცველით ვთამაშობდით, როცა ბურთი გვქონდა, ხოლო დაცვის დროს 4 მცველი გვყავდა. თამაშის მართვა უნდა გავაუმჯობესოთ, ვცდილობ ფეხბურთელები ყოველთვის იდეალურ პოზიციებზე დავაყენო. კინი? ჩვენ გვყავს ის და მორატა, ხვალ დილით მივიღებ გადაწყვეტილებას. ერთი ძირითადში იქნება, მეორე შეცვლაზე ითამაშებს. ამით ცოტა რამ იცვლება.

ლოკატელი კარგად თამაშობს, მაგრამ ის „სასუოლოდან“ მოვიდა, სადაც მიზნები განსხვავებულია და არ თამაშობენ ყოველ სამ დღეში. მენტალური და ფიზიკური ძალისხმევის თვალსაზრისით იქ სხვაგვარადაა. მას სჭირდება ენერგიის აღადგენა. კიელინი კარგადაა, ადრე თუ გვიან ჩვენ გოლს არ გავუშვებთ. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, „იუვე“ მოახერხებს, რომ ნაკლები გოლი გაუშვას, გაუმჯობესებული გვაქვს დაცვაში და ჩვენს ნახევარზე თამაში.

კრიტიკას გადაჩვეული ვიყავი, მენატრებოდა და ძალიან მსიამოვნებს. უნდა შეასრულა სამუშაო, რომლის მიხედვით პროგრესს მიაღწევინო ფეხბურთელებს და შეეცადო, რაც შეიძლება ტექნიკურად ვითამაშოთ და თან შედეგი მივიღოთ. მირჩევნია მკაცრად მაკრიტიკონ, მაგრამ გამარჯვებული ვიყო. თანაგრძნობა მხოლოდ მათთვისაა, ვინც არ იმარჯვებს, ამიტომ მირჩევნია გამარჯვებული ვიყო. ავირჩიე დაბრუნება, რადგან „იუვესთან“ დაკავშირებული ვარ და ვცდილობ ჩემპიონატის მოგებას, ამ კარგი ბიჭების გაზრდას. მომწონს კრიტიკა, რადგან „ინტერთან“, „ნაპოლისთან“ და „მილანთან“ დევნა და მათთან დაწევა ჩემთვის გამოწვევაა. ბონუჩი? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის არ თამაშობს მხოლოდ იმიტომ, რომ მე კაპიტნის სამკლაური ჩამოვართვის. მას ბევრი თამაში აქვს „იუვეში“ და როდესაც კარგადაა თამაშობს. თუმცა დასვენებაც სჭირდება. კმაყოფილი ვარ, რომ ოთხი ძალიან კარგი ცენტრალური მცველი მყავს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …