მთავარი / სიახლეები / დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა

დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა

ტურინის “იუვენტუსსა” და პაულო დიბალას შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია. არგენტინელი იტალიური გრანდის პროექტის ცენტრშია და კლუბი მომავალს მას უკავშირებს.

პაულოს ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ მას 2026 წლის ზაფხულამდე განაახლებს, სეზონის ბოლომდე კი ხელფასის სახით 8.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 1.5 მილიონი ევრო დაემატება.

დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიაში ჩავა და მხარეები კონტრაქტს საბოლოოდ გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015 წლიდან თამაშობს და 264 შეხვედრაში 106 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …