მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “მეორე წრეში შედეგები უნდა გავაუმჯობესოთ და პატარა გუნდებთან ქულები არ უნდა დავკარგოთ”

დე ლიხტი: “მეორე წრეში შედეგები უნდა გავაუმჯობესოთ და პატარა გუნდებთან ქულები არ უნდა დავკარგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას დე ლიხტმა „ბოლონიასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი მცველის განცხადებით, ახლა „კალიარის“ დამარცხებაა საჭირო, მერე კი ახალი წლიდან მეორე წრეში შედეგები ბევრად უნდა გააუმჯობესონ.

„ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეგვიძლია მომატება, შეტევის წამოწყებაში, დღეს კი დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. „ბოლონიას“ ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონია, თუმცა, ნამდვილად საჭიროა ჩვენი თამაშის გაუმჯობესება, განსაკუთრებით შეტევაში.

მე ყოველთვის გამარჯვება მინდა და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. ზოგჯერ ვბრაზდები, რადგან არ მესმის, როცა ფეხბურთელები მენტალურ შეცდომას უშვებენ, ტექნიკური შეცდომა ხდება, მაგრამ როცა გონებრივად თამაშიდან ითიშები დაუშვებელია. თანაგუნდელსაც ამიტომ გავუბრაზდი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის დახმარება.

მომწონს ფიზიკურად ისეთი ძლიერი თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში, როგორიც არნაუტოვიჩია, მაგრამ ასევე სასიამოვნოა შედარებით ფიზიკურად პატარა ფორვარდებთან თამაში. ვფიქრობ, დღეს მე და ლეომ მის წინააღმდეგ ძალიან კარგად ვიმუშავეთ.

წელს კიდევ ერთი მატჩი გვაქვს „კალიარისთან“, რომელიც უნდა მოვიგოთ და რა თქმა უნდა, შემდეგ მეორე წრეში შედეგები ბევრად უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, განსაკუთრებით პატარა გუნდებთან. ეს არის ის, რაც ძალიან უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან, შეიძლება ქულები დაკარგო „მილანთან“, „ინტერთან“, მაგრამ პატარა გუნდებთან უნდა გაიმარჯვო და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 18 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში კი 21 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარის“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …