მთავარი / სიახლეები / სერია A / დელ პიერო 5 მაისის სკუდეტოზე: “როცა ბოლომდე გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია”

დელ პიერო 5 მაისის სკუდეტოზე: “როცა ბოლომდე გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია”

ალესანდრო დელ პიერო 20 წლის წინ მოგებულ სკუდეტოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, როდესაც 2001-2002 წლების სეზონის ბოლო ტურში „იუვენტუსმა“ „ინტერს“ გადაასწრო და ისტორიაში 26-ე სკუდეტო მოიგო.

„5 მაისი, 2002 წელი. როდესაც ბოლომდე გჯერა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – დაწერა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის 5 მაისს, სერია A-ს ბოლო ტური გაიმართა, რომლის წინ „ინტერი“ „იუვენტუსს“ ქულით უსწრებდა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოს იყო.

თუმცა, ექტორ რაულ კუპერის გუნდმა რომში, „ლაციოსთან“ 0:2 წააგო, ხოლო „იუვენტუსმა“ უდინეში, „უდინეზესთან“ დავიდ ტრეზეგესა და ალესანდრო დელ პიეროს გოლებით 2:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა, „ინტერი“ კი საერთოდ მესამე ადგილზე გავიდა, რადგან „რომამაც“ გადაასწრო. სწორედ ამიტომაც, 5 მაისს იუვენტინოები ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …