მთავარი / სიახლეები / მოჯიმ “იუვენტუსს” რჩევა მისცა: “ეს ფეხბურთელი კიელინის იდეალურად შეცვლის”

მოჯიმ “იუვენტუსს” რჩევა მისცა: “ეს ფეხბურთელი კიელინის იდეალურად შეცვლის”

ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსს“ „ტორინოს“ ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ყიდვა ურჩია. როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელი ჯორჯო კიელინის იდეალურად შეცვლის.

„ბრემერი საუკეთესო ფეხბურთელია იტალიის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე, რომლის გაძლიერება „იუვენტუსს“ კიელინის წასვლის შემდეგ დასჭირდება. ჯორჯო დაცვის ძლიერი მხარე იყო და საჭირო იქნება მისი თანაბარი სიძლიერის ფეხბურთელით ჩანაცვლება და მჯერა, რომ ბრემერი სწორი არჩევანი იქნება“, – თქვა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ჯორჯო კიელინი „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …