მთავარი / სიახლეები / სერია A / დელ პიერო: “პრობლემებს პარედესი ვერ მოაგვარებს, კიეზას და პოგბას დაბრუნებაა საჭირო”

დელ პიერო: “პრობლემებს პარედესი ვერ მოაგვარებს, კიეზას და პოგბას დაბრუნებაა საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. როგორც მან თქვა, ლეანდრო პარედესი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არაა და პოლ პოგბასა და ფედერიკო კიეზას დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„იუვენტუსის“ თამაშის ხარისხის პრობლემებს მხოლოდ პარედესი ვერ მოაგვარებს, ის არ არის საკმარისი. ცოტა დრო დასჭირდება იმ თამაშის ხარისხის ხილვას, რაც ალბათ ალეგრის გონებაში აქვს, რადგან კიეზა და პოგბა ტრავმირებული არიან. „იუვენტუსმა“ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რაც შეიძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იარაღი იყოს, მაგრამ ბევრი ბრძოლა მოუწიათ, რაც ასევე თამაშის ნაწილია და ყოველ სამ დღეში თამაში რთულია. მიუხედავად ამისა, „იუვეს“ ამ ეტაპზე უფრო მეტის გაკეთება მოუწევს. ვლაჰოვიჩის ჯარიმა? ძლიერი დარტყმაა, რთულად მოსაგერიებელი იყო, რადგან ძალიან კარგად დაარტყა“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში 8 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინას“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …