მთავარი / სიახლეები / სერია A / მილიკი: “ბედნიერი ვარ, რომ ამ მაისურით პირველი გოლი გავიტანე”

მილიკი: “ბედნიერი ვარ, რომ ამ მაისურით პირველი გოლი გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „ბებერ ქალბატონში“ სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა „სპეციასთან“ თამაშის (2:0) შემდეგ თქვა, ძალიან ბედნიერია, რომ ამ გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

„მცველებმა გარკვეული სივრცე მომცეს შემობრუნებისთვის და მეც გარკვეული დრო მქონდა, მირეტისგანაც კარგი პასი მივიღე, გავაჩერე, შემოვბრუნდი და გავიტანე. ბედნიერი ვარ გოლით, რომელიც ლამაზი იყო და გარდა ამისა, გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა ამ სტადიონზე, ამ მაისურით და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.

გუნდში ბევრი მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, ახლა ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს, რადგან მნიშვნელოვანი მოთამაშეები გვაკლია ტრავმების გამო, პარედესი ახლახან შემოგვიერთდა, როცა ყველა კარგად იქნება, ძლიერი გუნდი გვეყოლება და შეგვიძლია ყველაფრის მოსაგებად ვიბრძოლოთ.

მილიკი დაბრუნდა? წარსულზე ლაპარაკი არ მინდა, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. იმედია კიდევ მოვუმატებ, უკეთ ვითამაშებ, მშიერი ვარ და მინდა კარგად ვითამაშო და ჩემთვის ეს ამოსავალი წერტილია. გოლს ჩემს შეყვარებულს ვუძღვნი, რომელიც ტრიბუნაზე იყო.

მე და ვლაჰოვიჩი ერთად? ის ძლიერია, ეჭვი არ არსებობს, მაგრამ არჩევანი მწვრთნელმა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრით, შეგვიძლია ერთად თამაში, მაგრამ არჩევანს ალეგრი აკეთებს და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, – თქვა მილიკმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში 8 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …