მთავარი / სიახლეები / დელ პიერომ ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ისაუბრა

დელ პიერომ ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, სერბ თავდამსხმელს დიდებული უნარები აქვს და მას შეუძლია გუნდს ახალი მუხტი მისცეს.

„იუვენტუსი“ ბოლო წლებში პირველ ნომრად თამაშობდა და კონტრშეტევებს იღებდა, ბოლო დროს კი პირიქით დავინახეთ. ვლაჰოვიჩი ახლა გუნდს სხვა სიღრმეს მისცემს, მას წარმოუდგენელი უნარები აქვს, ყველა ბურთზე იბრძვის და შენარჩუნება შეუძლია, მორატა და ის გუნდს ამოსუნქთვის საშუალებას მისცემენ. თუ ისე გააგრძელებს, როგორც „ფიორენტინაში“ თამაშობდა, ბევრი გოლის გარანტია იქნება. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი სერიოზულად გაიზარდა. ამ ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს „იუვე“, გუნდს ახალი ენერგია მისცეს. ვლაჰოვიჩი, მორატა და დიბალა ერთად? ახლა სამივეც ერთად მე არ ვათამაშებდი, ცოტას მოვიცდიდი“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …