მთავარი / სიახლეები / ფეხბურთელები, რომელთა “იუვედან” წასვლა ზაფხულში ყველაზე რეალურია

ფეხბურთელები, რომელთა “იუვედან” წასვლა ზაფხულში ყველაზე რეალურია

„იუვენტუსში“ შემადგენლობის გადახალისება ზაფხულშიც გაგრძელდება და ახალწვეულების გარდა, ცხადია, იქნებიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც გუნდის დატოვება მოუწევთ.

Gazzetta Dello Sport-მა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებისთვის მიმდინარე სეზონი ტურინული გრანდის მაისურით ბოლოა.

პირველი ძნელი გამოსაცნობი არაა – ალვარო მორატა. ესპანელი ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება ივნისში იწურება და მისი გამოსყიდვა კლუბს 35 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ იტალიელები ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ ასეთი საფასურის გადახდას არ აპირებენ.

„იუვეს“ დატოვების მთავარი კანდიდატია ალექს სანდროც. ბრაზილიელი მცველი რა ხანია, ძალიან ცუდად თამაშობს და უკვე ვეღარ მასიმილიანო ალეგრის არწმუნებს თავის შესაძლებლობებში. ბრაზილიელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მისი განახლება ცხადია არც კი განიხლება. ამდენად, ალექს სანდროს გაყიდვა გუნდისთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება.

ზუსტად იგივე მდგომარეობაა ადრიენ რაბიოსთან მიმართებაშიც. ფრანგი ფეხბურთელიც ვერ აჩვენებს მაღალი დონის თამაშს და კონტრაქტის ვადა მასაც 2023 წელს ეწურება. შესაბამისად, „იუვე“ ეცდება იპოვოს ისეთი კლუბი, რომლისგანაც სასურველ წინადადებას მიიღებს. ალექს სანდროსა და რაბიოს გაყიდვა კლუბს დიდ სახელფასო ბიუჯეტსაც გამოუთავისუფლებს, რადგან ბრაზილიელის გასამარჯელო 6.5 მილიონი ევროა, ფრანგის – 7.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …