მთავარი / სიახლეები / დანილო: “ჩვენ არ ვართ “იუვეს” დონეზე და 50-წლამდეც რომ ვითამაშოთ, ვერ ვიქნებით”

დანილო: “ჩვენ არ ვართ “იუვეს” დონეზე და 50-წლამდეც რომ ვითამაშოთ, ვერ ვიქნებით”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ ჰაიფას „მაკაბისთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სირცხვილია ასეთი სიტუაცია, რომელიც კლუბის ისტორიას შეურაცხყოფს.

„ახლა ძნელია ახსნა-განმარტებების გაკეთება. სიტყვები არ გვაქვს, უნდა ვეცადოთ უკეთესი გუნდი გავხდეთ, ვიპოვოთ კავშირი, რომელიც ბოლო პერიოდში ყველა მხრივ დავკარგეთ და ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი შეიძლება ნერვიულობდეს, ვერ ვიგებ. ბოლო დროს, როდესაც ყველაფერი გაუარესდა, ვიმალებით, აღარ გვინდა თამაში, ვიწყებთ გრძელი პასების გაკეთებას და მე ასეთი მიდგომა არ მომწონს.

არ კმარა იმის თქმა, რომ ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ, ამას დამტკიცება სჭირდება. „იუვენტუსი“ არის, ადრეც იყო და ახლა ჩვენ არ ვართ „იუვენტუსის“ სიმაღლეზე. მას შემდეგ, რაც „იუვეში“ მოვედი, ყოველთვის ვამბობდი, რომ მატჩიდან მატჩამდე უნდა გვეფიქრა. როდესაც ფოკუსირებას ძალიან შორს აკეთებ, კარგავ ყოველდღიურ მიზნებს. თუ ამას ყურადღებით არ მივუდგებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგოთ. „იუვენტუსს“ აქვს ისტორია, რომელთანაც ჩვენ ფეხბურთელები, 50-წლამდეც რომ ვითამაშოთ, ახლოსაც ვერ მივალთ. უბრალოდ უნდა გვრცხვენოდეს, ვიმუშაოთ და ვეცადოთ საკუთარი თავიც გავაუმჯობესოთ“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს „მაკაბისთან“ ერთად იყოფს და მერვედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. სერია A-ში ალეგრის გუნდი ლიდერ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …