მთავარი / სიახლეები / ჟურნალისტი: “ყველაზე ცუდი “იუვე”, რაც ოდესმე მინახავს, “იუვე” სულ სხვა რამეა”

ჟურნალისტი: “ყველაზე ცუდი “იუვე”, რაც ოდესმე მინახავს, “იუვე” სულ სხვა რამეა”

იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო კუკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „იუვენტუსის“ ფანებს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან თქვა, ეს იყო საშინელი თამაში, როგორც იმ მაისურის დიზაინი, რომელიც ტურინელ ფეხბურთელებს ეცვათ.

„ყველაზე ცუდი „იუვენტუსი“, რაც ოდესმე მინახავს. გუნდი, რომელიც სერია B-ში თამაშობდა, სიამაყის გრძნობა გააჩნდა. საშინელი თამაში, როგორც მაისურის დიზაინი. მხარდაჭერას ვუცხადებ „იუვენტუსის“ ტიფოზებს, „იუვენტუსი“ სულ სხვა რამეა“, – დაწერა კუკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს „მაკაბისთან“ ერთად იყოფს და მერვედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. სერია A-ში ალეგრის გუნდი ლიდერ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …