მთავარი / სიახლეები / გალეონე: “იუვეს” კვარაცხელია და რასპადორი უნდა ეყიდა, არა დი მარია და მილიკი”

გალეონე: “იუვეს” კვარაცხელია და რასპადორი უნდა ეყიდა, არა დი მარია და მილიკი”

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი გალეონემ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტურინელების მთავარი პრობლემა არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა იყო.

გალეონე ცნობილია მასიმილიანო ალეგრისთან ახლო მეგობრობით და ის მაქსის დანაშაულის წარუმატებელ სეზონში ვერ ხედავს.

„იუვე“ ძალიან სუსტია, ამას გუშინდელი მატჩი მოწმობს. არ ვიცი, როგორ მოახერხეს ამ სეზონის დასაწყისში იმის თქმა, რომ ამ გუნდს სკუდეტოს მოგება შეეძლო. ფეხბურთი, რომელსაც იტალიაში თამაშობენ, სასაცილოა, მხოლოდ „ნაპოლი“ თამაშობს კარგად.

სატრანსფერო ბაზარზე ტურინელებმა ყველაფერი არასწორად გააკეთეს. ბრემერის ნაცვლად კულიბალი უნდა ეყიდათ. დი მარია? უმჯობესი იყო კვარაცხელია დაემატებინათ. ეს ყველაფერი ალეგრის ბრალი კი არ არის, არამედ, როგორ დაიგეგმა სატრანსფერო ბაზარი. უნდა ეყიდათ რასპადორი და არა მილიკი, თუმცა პირველ რიგში მე გუნდიდან ბონუჩის გავუშვებდი. „იუვეს“ თამაშის ყურება ზუსტად იგივეა, რომ „ჯენოას“ ან „პოტენცას“ თამაშს უყურო. ალეგრის გადადგომა? ის ამას არასდროს გააკეთებს“, – თქვა გალეონემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …