მთავარი / სიახლეები / სერია A / გრავინა: “სუპერლიგა თუ შეიქმნება, “იუვენტუსს” სერია A-დან გავრიცხავთ”

გრავინა: “სუპერლიგა თუ შეიქმნება, “იუვენტუსს” სერია A-დან გავრიცხავთ”

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა „იუვენტუსს“ სერია A-დან გარიცხვით დაემუქრა, თუ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა სუპერლიგას კიდევ ერთხელ შექმნის.

მოგეხსენებათ, ანდრეა ანიელი ფლორენტინო პერესთან და ჟოან ლაპორტასთან ერთად სუპერლიგაზე ისევ მუშაობს, რაც როგორც უეფას, ისე იტალიური ფეხბურთის ბოსსაც არ მოსწონს და იტალიურ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„თუ სუპერლიგა რეალობად იქცევა, „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატიდან გავრიცხავთ. სუპერლიგა არის არასწორი პასუხი რეალურ საჭიროებაზე. იტალიამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ აამაღლოს ჩემპიონატის ხარისხი და უფრო მიმზიდველი გახადოს ფართო ბაზრებისთვის, როგორიცაა მაგალითად არაბული ბაზარი, რომელიც ამჟამად ნაკლებად გვაქვს ათვისებული“, – თქვა გრავინამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …