მთავარი / სიახლეები / ბრიტანული მედია: პოგბა თანახმაა “იუვენტუსში” დაბრუნდეს

ბრიტანული მედია: პოგბა თანახმაა “იუვენტუსში” დაბრუნდეს

პოლ პოგბა შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს, რომ იტალიურმა კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს წინადადება გაუკეთა და პოგბაც თანახმაა ტურინში დაბრუნდეს.

წყაროს თანახმაც, „იუვე“ მზადაა პოგბას სეზონში 9 მილიონი ევრო გადაუხადოს და ზაფხულში უფასოდ დაიმატოს. პოლი „მანჩესტერთან“ კონტრაქტის განახლებას არ აპირებს, რომელიც 30 ივნისს იწურება.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ პოგბა „მანჩესტერიდან“ უფასოდ 2012 წელს დაიმატა და 4 წლის შემდეგ იმავე „მანჩესტერში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდა. ახლა კი, შესაძლოა, კვლავ უფასოდ დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ „იუვეში“ 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …