მთავარი / სიახლეები / ყოფილი მსაჯი: “ვალერიმ თვალები დახუჭა, პენალტი არ იყო და ბროზოვიჩი წითელს იმსახურებდა”

ყოფილი მსაჯი: “ვალერიმ თვალები დახუჭა, პენალტი არ იყო და ბროზოვიჩი წითელს იმსახურებდა”

ყოფილმა მსაჯმა და DAZN-ის ექსპერტმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ „ინტერის“ პირველი პენალტი, რომელიც ლაუტარო მარტინესზე დაინიშნა, არ იყო და პაოლო ვალერი შეცდა.

“ლაუტაროზე პენალტი არ იყო. ასეთი პენალტების დროს მსაჯებმა აღარ უნდა დანიშნონ. ვალერიმ ორი შეცდომა დაუშვა, ერთი ეს პანელტი და მეორე, როდესაც ბროზოვიჩი არ გააძევა. მან უბრალოდ თვალი დახუჭა მის საქციელზე. რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ ბურთის გადაგდებაზე გაფრთხილებაა. მან დიბალა წააქცია და სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა, რის გამოც სამართლიანად მიიღო ყვითელი ბარათი, ბურთის გდაგდებაზე კი იქვე ვალერის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა და გაეძევებინა”, – თქვა მარელიმ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალში დამატებით დროში 2:4 დამარცხდა და სეზონი უტიტულოდ 2011 წლის შემდეგ პირველად დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …