მთავარი / სიახლეები / დელ პიერო კიელინის: “შენ აჩვენე ყველას, როგორ უნდა დაიცვა “იუვეს” ღირსება”

დელ პიერო კიელინის: “შენ აჩვენე ყველას, როგორ უნდა დაიცვა “იუვეს” ღირსება”

ჯორჯო კიელინის „იუვენტუსიდან“ წასვლას ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ალექსმა ჯორჯოს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მაგალითია ყველასთვის, ვინც „იუვეში“ თამაშზე ოცნებობს.

„შენ აჩვენე, როგორ უნდა ატარო „იუვენტუსის“ მაისური ყოველჯერზე, როცა მოედანზე გადიხარ, ეს 17 წლის განმავლობაში გააკეთე. როცა გუნდში მოხვედი პატარა ბიჭი იყავი, თავმდაბლობით და შრომით ყველაფერი მოიპოვე. მაგალითი ხარ მათთვის, ვინც ამ ფერების დაცვაზე ოცნებობს. როგორც იუვენტინოსგან და თანაგუნდელისგან სერია B-დან სკუდეტომდე, მადლობა, ჯორჯო! ახლა დატკბი „ალიანც სთედიუმზე“ ბოლო მატჩით, რადგან ის ნამდვილად განსაკუთრებული იქნება“, – დაწერა დელ პიერომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი და ალესანდრო დელ პიერო თანაგუნდელები 7 სეზონის განმავლობაში, 2005-2012 წლებში იყვნენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …